ფინანსისტი და bm.ge-ს ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე “ტვ პირველის” პრიდაპირ ეთერში ამბობს, რომ ივანიშვილის ამერიკულ სანქციებს დიდი ალბათობით, დიდი ბრიტანეთის და შემდგომ ევროზონის სანქციები მოჰყვება, რაც გამოიხატება იმით, რომ თუ ახლა ოლიგარქი და მისი კომპანიები დოლარით ვერ ისარგებლებენ, ახლო მომავალში შეზღუდვები გავრცელდება ფუნტზე და ევროზეც.
გარდა ამისა, ისაკაძის თქმით, საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნებათ და დამუხრუჭდება ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესების ტრანზაქციები, სადაც “ოცნების” საპატიო თავმჯდომარე 50%-ზე მეტს ფლობს, თუმცა იმ კომპანიებსაც შეექმნებათ პრობლემები, სადაც ივანიშვილი უმცირესობაშია.
“ივანიშვილთან მიმართებაში გასაგებია როგორ იმოქმედებენ ბანკები, არ გაიკარებენ არაფერს, რასაც ჰქვია დოლართან ურთიერთობა, რომელსაც დიდი ალბათობით და ლოგიკა ბოლო ორწელიწადნახევრის ისტორიისა გვასაუბრებს, რომ ამას მოჰყვება დიდი ბრიტანეთის და შემდგომ ევროზონის სანქციები, ანუ ბრიტანული ფუნტი და ევრო. ამას გარდა, საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნებათ და დამუხრუჭდება მასთან დაკავშირებული ბიზნესების ტრანზაქციები. ეს შეზღუდვები ეხება პირადად მას და ყადაღა გავრცელდება ნებისმიერ მის კომპანიაზე, სადაც ის არის წარმოდგენილი 50% +1-ს , ანუ სადაც არის წარმოდგენილი, როგორც უმრავლესობის მფლობელი. თუმცა, ნებისმიერ კომპანიაში, სადაც ის არის დარჩენილი უმცირესობაში, ანუ არის ე.წ. მონორიტარი, იმ კომპანიებსაც კი პრობლემები შეექმნებათ, დაკვირვების ქვეშ მოექცევიან და ბოლო თემა რაც არის ყველაზე მძიმე, ეს უფრო პოლიტიკური თემაა – ბიძინა ივანიშვილი არ მოხვდა ჩვეულებრივ სიაში, ეს არის რუსული პაკეტი და მასში ფაქტიურად მოქცეულია რუსული ოლიგარქატის უდიდესი ნაწილი”, – ამბობს ისაკაძე.
წყარო: ტვ პირველი