ამერიკულ დელეგაციასთან გამოვხატე გულისტკივილი და გაკვირვება, რომ „ღირსეული პარტნიორი 2024“ გადაიდო, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას, რომ 2025 წელს საერთაშორისო წვრთნები ჩავატაროთ – ირაკლი ჩიქოვანი

ამერიკულ დელეგაციასთან გამოვხატე გულისტკივილი და გაკვირვება, რომ „ღირსეული პარტნიორი 2024“ გადაიდო, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას, რომ 2025 წელს საერთაშორისო წვრთნები ჩავატაროთ – ირაკლი ჩიქოვანი
გამოვხატე ჩემი გულისტკივილი და გაკვირვება იმასთან დაკავშირებით რომ „ღირსეული პარტნიორი 2024“ გადაიდო, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას იმისთვის, რომ 2025 წელს საერთაშორისო წვრთნები ჩავატაროთ, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის სამინისტროში სენატორების ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, საუბარი შეეხებოდა თავდაცვის სამინისტროში არსებულ თანამშრომლობაზე, იმ გამოცდილებაზე, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა და იმ პოზიტიურ შედეგებზე, რომელიც ამ თანამშრომლობას გააჩნია.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში, სადაც ამერიკულ დელეგაციას შევხვდით, ჩვენ გვქონდა საუბარი თავდაცვის სამინისტროში არსებულ თანამშრომლობაზე, იმ გამოცდილებაზე, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა და იმ პოზიტიურ შედეგებზე, რომელიც ამ თანამშრომლობას გააჩნია. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს თანამშრომლობა სასარგებლოა არამხოლოდ ქართველი, არამედ -ის მხარისთვისაც. ასევე ვისაუბრეთ, რომ ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროექტები თავდაცვის სამინისტროს და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს. ეს ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ასევე ვისაუბრეთ და მე გამოვხატე ჩემი გულისტკივილი და გაკვირვება იმასთან დაკავშირებით რომ „ღირსეული პარტნიორი 2024“ გადაიდო, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას იმისთვის, რომ 2025 წელს საერთაშორისო წვრთნები ჩავატაროთ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
გარდა ამისა, ჩიქოვანმა უპასუხა შეკითხვას იყო თუ არა საუბარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საუბარი არ შემდგარა.

ასევე დაგაინტერესებთ