ამერიკულმა Forbes-მა 2024 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელების სია გამოაქვეყნა

ამერიკულმა Forbes-მა 2024 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელების სია გამოაქვეყნა. გამოცემის დათვლებით, ტოპ-10-ში შემავალმა სპორტსმენმა გასული 12 თვის განმავლობაში კოლექტიურად $246 მილიონი გამოიმუშავეს. ეს მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2020 წლის რეკორდულ მაჩვენებელს, $343 მილიონს, როდესაც ახლა უკვე პროფესიონალური სპორტიდან წასული სერენა უილიამსისა და როჯერ ფედერერის შემოსავალმა $142 მილიონი შეადგინა.
ამის მიუხედავად, მსოფლიოს ტოპ-10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელის მიერ კოლექტიურად გამომუშავებული თანხა გასული წლის მაჩვენებელს ($196 მილიონი) 26%-ით აჭარბებს.
ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჩოგბურთელების რეიტინგში ლიდერობა დაკარგა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც მის მრავალფეროვან ტიტულებს წელს პარიზში ოლიმპიური ოქროც დაამატა. 37 წლის ჯოკოვიჩი გასულ წელს სიაში პირველ ადგილს გამომუშავებული $38.4 მილიონით იკავებდა, წელს კი მის მიერ მიღებული $37.2 მილიონი პირველობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
ჯოკოვიჩის ნაცვლად, რეიტინგის ლიდერი 21 წლის ესპანელი კარლოს ალკარასია, რომელმაც გასულ 12 თვეში კორტებსა და კორტებს მიღმა ჯამურად $42.3 მილიონი გამოიმუშავა.
ვრცლად forbes.ge – ზე