ამერიკულმა DoorDash-მა ბრიტანული Deliveroo-ს შეძენა დაასრულა

ამერიკულმა DoorDash-მა ბრიტანული Deliveroo-ს შეძენა დაასრულა
ამერიკულმა კომპანია DoorDash Inc.-მა განაცხადა, რომ დაასრულა ბრიტანული საკვების მიტანის სერვისის ოპერატორის, Deliveroo Plc-ის შეძენა.
გარიგების ღირებულებამ 2.9 მილიარდი ფუნტი სტერლინგი (3.9 მილიარდი დოლარი) შეადგინა.
გარიგება DoorDash-ს საშუალებას მისცემს, ევროპაში თავისი პოზიციები გააძლიეროს. 2021 წელს ამერიკულმა კომპანიამ ფინური კონკურენტი Wolt Enterprises დაახლოებით 8 მილიარდ დოლარად შეიძინა.
ვრცლად interfax – ზე