ამერიკულმა Abbott Laboratories–მა მესამე კვარტალში შემოსავალი 5%-ით გაზარდა

ამერიკული Abbott Laboratories–მა, ფარმაცევტული პროდუქტებისა და სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებელმა, გაზარდა წმინდა მოგება და შემოსავალი მესამე კვარტალში. ამასთან, კორექტირებული მოგება და შემოსავალი აღემატება ბაზრის პროგნოზებს.
Abbott-მა პრესრელიზში განაცხადა, რომ მისი წმინდა შემოსავალი ივლის-სექტემბრის პერიოდში იყო 1,65 მილიარდი დოლარი, ანუ 0,94 დოლარი თითო აქციაზე (გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 1,44 მილიარდი დოლარი ანუ 0,82 აშშ დოლარი აქციაზე).
მოგებამ ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით შეადგინა 1,21 აშშ დოლარი თითო აქციაზე რითაც გადააჭარბა FactSet-ის მიერ გამოკითხულ ანალიტიკოსთა კონსენსუს–პროგნოზს, რომელიც 1,2 აშშ დოლარი იყო.
Abbott-ის კვარტალური შემოსავალი გაიზარდა 10,64 მილიარდ დოლარამდე 10,14 მილიარდი დოლარიდან ერთი წლის წინ. ექსპერტების საშუალო პროგნოზი 10,34 მილიარდ დოლარს ითვალისწინებდა.
სამედიცინო აღჭურვილობის სეგმენტში შემოსავალი 11,7%-ით გაიზარდა და 4,75 მილიარდი დოლარამდე, სადიაგნოსტიკო აღჭურვილობის გაყიდვები შემცირდა 1,5%-ით, 2,41 მილიარდ დოლარამდე, ბავშვთა საკვების გაყიდვები შემცირდა 0,3%-ით, 2,07 მილიარდ დოლარამდე, ხოლო ფარმაცევტულ განყოფილებაში გაყიდვები გაიზარდა 2,7%-ით 1,41 მილიარდ დოლარამდე.
Abbott-მა შეამცირა თავისი მთლიანი წლის კორექტირებული მოგების პროგნოზი $4,64-დან $4,7-მდე აქციაზე $4,61-დან $4,71-მდე. მეოთხე კვარტალში კომპანია ელოდება კორექტირებულ მოგებას 1,31-დან 1,37 აშშ დოლარამდე დიაპაზონში აქციაზე, ბაზრის საშუალო პროგნოზის – 1,34 აშშ დოლარის პირობებში.
სექტემბერში დირექტორთა საბჭომ კვარტალური დივიდენდი აქციაზე 55 ცენტად დაადგინა. კომპანიამ ზედიზედ 52 წელი გაზარდა დივიდენდების გადახდა.
Abbott-ის აქციები ოთხშაბათს წინასაბაზრო ვაჭრობაში 1.2%-ით დაეცა. წლის დასაწყისიდან კომპანიის კაპიტალიზაცია 5,4%-ით გაიზარდა და 201,92 მილიარდ დოლარს შეადგენს.
interfax

ასევე დაგაინტერესებთ