აშშ-ს საჰაერო ძალების B-21 Raider-ის უახლესმა ბირთვულმა ბომბდამშენმა პირველი საცდელი ფრენა შეასრულა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფრენის ამსახველი ვიდეოები, რომლებიც თვითმხილველებმა გადაიღეს. პენტაგონს ოფიციალური ჩანაწერები არ გაუვრცელებია.
B-21 RAIDER FIRST FLIGHT 11-10-23 #RAIDER33 #B21Raider pic.twitter.com/3tEKudqDiw— Matt Hartman (@ShorealoneFilms) November 10, 2023
Reuters-ის ცნობით, ბომბდამშენი კალიფორნიის ქალაქ პალმდეილში, საჰაერო ძალების ობიექტიდან დაახლოებით დილის 7 საათისთვის აფრინდა.
B-21 Raider-ი არის ბოლო 30 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი ახალი ამერიკული ბომბდამშენი. ავიაგამანადგურებელზე მუშაობა მისი მწარმოებელი კომპანია Northrop Grumman-ისა და აშშ-ს საჰაერო ძალების თანამშრომლობით საიდუმლოდ დაიწყო, რათა ჩინეთისთვის ბომბდამშენის მსგავსი ვერსიის შექმნისთვის ხელი შეეშალათ.
Unveiled today, the B-21 Raider will be a dual-capable, penetrating-strike stealth bomber capable of delivering both conventional and nuclear munitions. The B-21 will form the backbone of the future Air Force bomber force consisting of B-21s and B-52s.(U.S. Air Force photo) pic.twitter.com/X6KSU7sy6U— U.S. Air Force (@usairforce) December 3, 2022
ბომბდამშენი იყენებს სტელსის ტექნოლოგიას, რაც ავიაგამანადგურებელს ხილვადობის შეზღუდვის საშუალებას აძლევს. ბომბდამშენის პირველი პრეზენტაცია კი გასული წლის დეკემბერში გაიმართა.
აშშ-ს საჰაერო ძალები გეგმავს, შეიძინოს B-21 Raider-ის მინიმუმ 100 ავიაგამანადგურებელი და ეტაპობრივად დაიწყოს B-1-სა და B-2-ის ტიპის ბომბდამშენების ჩანაცვლება. ამასთან, იგეგმება ავიაგამანადგურებლის უპილოტო ვერსიის წარმოებაც.