ამერიკულმა სასამართლომ ჯულიან ასანჟის საქმე დახურა

ამერიკულმა სასამართლომ ჯულიან ასანჟის საქმე დახურა. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულების სასამართლომ „ვიკილიკსის“ დამფუძნებელს პატიმრობის ვადა მოხდილად ჩაუთვალა და დარბაზიდან გაათავისუფლა. მან სასამართლოს შენობა უკვე დატოვა და მშობლიურ ავსტრალიაში გაემგზავრა.
ასანჟი ბრიტანეთის ციხიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ამერიკულ პროკურატურასთან გარიგება დადო და თავი ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო. „ვიკილიკსის“ დამფუძნებელი ლონდონში ეკვადორის საელჩოს თავს 2012 წლიდან აფარებდა. 2019 წელს ის ვაშინგტონის მოთხოვნით დააპატიმრეს და 5 წელი ბელმარშის მკაცრი რეჟიმის ციხეში იმყოფებოდა. ასანჟს ბრალად ჯაშუშობა და საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროება ედებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში