ამერიკულმა და იაპონურმა სამძებრო ჯგუფებმა სამხედრო თვითმფრინავის ნამსხვრევებში 5 ცხედარი აღმოაჩინეს

ამერიკულმა და იაპონურმა სამძებრო ჯგუფებმა, გასულ კვირას, კუნძულ იაკუშიმასთან ჩამოვარდნილი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ნამსხვრევებში ხუთი ცხედარი აღმოაჩინეს. თვითმფრინავში სულ რვა ადამიანი იმყოფებოდა.
ავარიის დროს, -ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის საჰაერო ბაზიდან იამაგუჩის პრეფექტურაში Osprey სასწავლო ფრენას ასრულებდა და ოკინავაში მდებარე კადენას საჰაერო ბაზისკენ მიემართებოდა.
პირველი ცხედარი სამძებრო ჯგუფებმა ავარიიდან რამდენიმე საათში იპოვეს.
“ნამსხვრევებში ეკიპაჟის დარჩენილი წევრების ძებნის სამუშაოები გრძელდება, მათი იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა”, – ნათქვამია აშშ-ს საჰაერო ძალების სპეციალური ოპერაციების განცხადებაში.