აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, აშშ-ის გამანადგურებელმა „ჰუსიტების“ მიერ წითელი ზღვისკენ გაშვებული ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა მოიგერია.
მათივე ცნობით, USS Gravely-მა, Arleigh Burke-ის კლასისმართვადი რაკეტების გამანადგურებელმა, იემენიდან გაშვებული რაკეტა გაანადგურეს.
ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდსხმის მცდელობის შედეგად არავინ დაშავებულა და დაზიანება არ დაფიქსირებულა.
