ამერიკული FARA-ს კანონის მიღების გარეშეც, თითქმის ყველა ნაცრადიკალმა თავი გამოავლინა

ამერიკული FARA-ს კანონის მიღების გარეშეც, თითქმის ყველა ნაცრადიკალმა თავი გამოავლინა
ჩალა უფრო ძვირია, ვიდრე ნაცაქტორების ე.წ. ტენდენციური ანგარიშები, ე.წ. ანალიტიკა, მოწოდებები თუ უყალბესი შეშფოთება-აღშფოთება, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებას, რომლის თქმითაც, „უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოებისგან გვესმის, რომ საქართველოს მეშვეობით ხდება სანქციების გვერდის ავლა – შეგახსენებთ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, „დროას“ რომელიც ხან პარტიაა, ხან არასამთავრობო“.
აბაშიძის თქმით, ამერიკული FARA-ს კანონის მიღების გარეშეც, თითქმის ყველა ნაცრადიკალმა თავი გამოავლინა, როგორც “შულავერის კომიტეტის” ერთგულმა წევრმა, რომლის უწინარესი მიზანია ქვეყანაში სიტუაციის აყირავება.
„ნაცსექტის ნებისმიერი განშტოება, პარტია თუ ე.წ. NGO, რომელიც ებრძვის საქართველოს დოლარით, ევროთი, რუბლით თუ ტაივანური ახალი დოლარით, არ წარმოადგენს არც კლასიკურ პოლიტიკურ პარტიას და არც არასამთავრობო ორგანიზაციას. მათ შორის არიან ის ვითომ მიუკერძოებელი ექსპერტები და ლექტორები, რომელთა ნარატივები უადვილესად იშიფრება – “ნაცების” დღის წესრიგი.
ჩალა უფრო ძვირია, ვიდრე ნაცაქტორების ე.წ. ტენდენციური ანგარიშები, ე.წ. ანალიტიკა, მოწოდებები თუ უყალბესი შეშფოთება-აღშფოთება.
აღარაა საჭირო ამერიკული FARA-ს კანონის მიღება, თითქმის ყველა ნაცრადიკალმა თავი გამოავლინა როგორც “შულავერის კომიტეტის” ერთგულმა წევრმა, რომლის უწინარესი მიზანია ქვეყანაში სიტუაციის აყირავება და ვითომ რაიმე დივიდენდის მიღება“, – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.
Previous: ენჯეოებისგან, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან გვესმის, რომ საქართველოს მეშვეობით ხდება სანქციების გვერდის ავლა

ასევე დაგაინტერესებთ

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე