ამერიკული FARA-ს კანონის მიღების გარეშეც, თითქმის ყველა ნაცრადიკალმა თავი გამოავლინა

ამერიკული FARA-ს კანონის მიღების გარეშეც, თითქმის ყველა ნაცრადიკალმა თავი გამოავლინა
ჩალა უფრო ძვირია, ვიდრე ნაცაქტორების ე.წ. ტენდენციური ანგარიშები, ე.წ. ანალიტიკა, მოწოდებები თუ უყალბესი შეშფოთება-აღშფოთება, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, „უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოებისგან გვესმის, რომ საქართველოს მეშვეობით ხდება სანქციების გვერდის ავლა – შეგახსენებთ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, „დროას“ რომელიც ხან პარტიაა, ხან არასამთავრობო“.
აბაშიძის თქმით, ამერიკული FARA-ს კანონის მიღების გარეშეც, თითქმის ყველა ნაცრადიკალმა თავი გამოავლინა, როგორც “შულავერის კომიტეტის” ერთგულმა წევრმა, რომლის უწინარესი მიზანია ქვეყანაში სიტუაციის აყირავება.
„ნაცსექტის ნებისმიერი განშტოება, პარტია თუ ე.წ. NGO, რომელიც ებრძვის საქართველოს დოლარით, ევროთი, რუბლით თუ ტაივანური ახალი დოლარით, არ წარმოადგენს არც კლასიკურ პოლიტიკურ პარტიას და არც არასამთავრობო ორგანიზაციას. მათ შორის არიან ის ვითომ მიუკერძოებელი ექსპერტები და ლექტორები, რომელთა ნარატივები უადვილესად იშიფრება – “ნაცების” დღის წესრიგი.
ჩალა უფრო ძვირია, ვიდრე ნაცაქტორების ე.წ. ტენდენციური ანგარიშები, ე.წ. ანალიტიკა, მოწოდებები თუ უყალბესი შეშფოთება-აღშფოთება.
აღარაა საჭირო ამერიკული FARA-ს კანონის მიღება, თითქმის ყველა ნაცრადიკალმა თავი გამოავლინა როგორც “შულავერის კომიტეტის” ერთგულმა წევრმა, რომლის უწინარესი მიზანია ქვეყანაში სიტუაციის აყირავება და ვითომ რაიმე დივიდენდის მიღება“, – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.
Previous: ენჯეოებისგან, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან გვესმის, რომ საქართველოს მეშვეობით ხდება სანქციების გვერდის ავლა

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს