ამერიკული FARA მხოლოდ ლობისტებს ეხებათო, ახალი ინსინუაცია მოიფიქრეს უსამშობლოებმა, რომელთაც ლობიზმის განმარტებაც არ იციან – „დაგუგლეთ”, თქვე იმბეცილებო

ამერიკული FARA მხოლოდ ლობისტებს ეხებათო, ახალი ინსინუაცია მოიფიქრეს უსამშობლოებმა, რომელთაც ლობიზმის განმარტებაც არ იციან – „დაგუგლეთ”, თქვე იმბეცილებო
„რაც არ უნდა იჟონგლიოროთ, არაფერი გამოგივათ. გამჭვირვალობის კანონი სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართული საზოგადოებისათვის, რათა ყველამ ვიცოდეთ, ვინ რას, რა ფასად და რა მიზნით ლობირებს!“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი წერს. ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, რომ რადიკალებმა ახალი დეზინფორმაცია გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც ამერიკული FARA მხოლოდ ლობისტებს ეხებათ, რაც სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა.
„ამერიკული FARA მხოლოდ ლობისტებს ეხებათო – ახალი ინსინუაცია მოიფიქრეს უსამშობლოებმა, რომელთაც ლობიზმის განმარტებაც არ იციან. „დაგუგლეთ”, თქვე იმბეცილებო, რას ნიშნავს ლობიზმი და საკუთარი უნიათობის ხარისხს აღმოაჩენთ! -ში მოქმედი კანონი ეხება ლობისტებს, კერძო და იურიდიულ პირებსა და რელიგიურ ორგანიზაციებსაც კი, ვინც პირდაპირ თუ ირიბად მოქმედებს ამერიკულ საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, მაგრამ თქვენივე იდიოტურ ლოგიკასაც რომ გავყვეთ: 2013 წლის სექტემბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ გაასაჩივრა დროებითი სამართლებრივი შეზღუდვის დაწესება, სასოფლო მიწების მორატორიუმის შესახებ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საქმე – „მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის იანვარში განიხილა და მალევე დააკმაყოფილა. ახლა კითხვები: არის თუ არა ეს ღია ლობიზმი? რა კავშირი ჰქონდა ბატონ მათიას ჰუტერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან”? მიიღო თუ არა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მათიას ჰუტერისგან კონკრეტული თანხა და თუ არა, მაშინ რა იყო მოტივი ამ ბატონის ბიზნეს ინტერესების ადვოკატირებაში? ამ კითხვებზე პასუხები გვეცოდინებოდა, რომ არსებობდეს კანონი გამჭვირვალობაზე! P.S. ასე რომ, რაც არ უნდა იჟონგლიოროთ, არაფერი გამოგივათ. გამჭვირვალობის კანონი სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართული საზოგადოებისათვის, რათა ყველამ ვიცოდეთ, ვინ რას, რა ფასად და რა მიზნით ლობირებს!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.
Previous: ოპოზიცია იყენებს საკუთარ ელექტორატს გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ – სპორტსმენი, მეცნიერი თუ ხელოვანი, ვინც განცხადებას აკეთებს, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველია და აქ გასაკვირი არაფერია

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ