“ამერიკული FARA არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციებზე არ ვრცელდება“ – რა წერია ქართულ FARA-ში?

“ოცნების” FARA, იგივე “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” ერთ პარტიულმა პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. არასამთავრობო სექტორის შეფასებით, პარლამენტი FARA-ს შემოღებას სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებზე ზედამხედველობისა და კონტროლის მოპოვების კონტექსტში განიხილავს. მესამე სექტორში ხაზგასმის აღნიშნავენ, რომ FARA, რაზედაც მმართველი ძალა ირწმუნება, რომ მის პირდაპირ ანალოგს აინიციირებს, ამერიკაში არასამთავრობო ორგანიზაციების და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, “ქართულ ოცნებას” კი ამ სვლით სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს.