ამერიკული სტარტაპი ლაბორატორიაში გაზრდილი კაკაოს გაყიდვას მომავალი წლიდან დაიწყებს

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კაკაოს დეფიციტის აღმოსაფხვრელად მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მეცნიერები უკვე მუშაობენ შოკოლადის მთავარი ინგრედიენტის ზრდისთვის ალტერნატიული მეთოდების შემუშავებასა და კაკაოს შემცვლელების შექმნაზე.
ამერიკულმა სტარტაპმა California Cultured, რომელიც მცენარეთა უჯრედების კულტივირებითაა დაკავებული, კაკაოს ლაბორატორიაში გაზრდა დაიწყო და პროდუქტის გაყიდვას მომავალი წლიდან გეგმავს.
ს აღმასრულებელი დირექტორის, ალან პერლშტეინის ინფორმაციით, კალიფორნიაში მდებარე ლაბორატორიაში გაზრდილ კაკაოს, რომლის უჯრედებსაც შაქრიან წყალში ათავსებენ, გასაზრდელად და სიმწიფემდე მისაღწევად 1 კვირა სჭირდება, განსხვავებით 8-6 კვირისა, რასაც კაკაოს მოყვანის ტრადიციული მეთოდი მოითხოვს.
“ვხედავთ, რომ შოკოლადზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გადააჭარბებს მიწოდებას და არ არსებობს სხვა გზა, რომლითაც მსოფლიოში კაკაოს მარაგები მნიშვნელოვნად გაიზრდება და ფასებიც ხელმისაწვდომ ნიშნულზე შენარჩუნდება, თუ ამისთვის ეკოლოგიურ საფასურს არ გადავიხდით”, – ამბობს ალან პერლშტეინი.
კლიმატის ცვლილების გამო სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში შეცვლილი ნიადაგის გამო კაკაოს მოსავლიანობის შემცირება უკვე დაწყებულია და პრობლემის გამწვავებას მეცნიერები სამომავლოდ უკვე ელიან. ამავე დროს, შოკოლადის ინდუსტრიაა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანია და -ში, მხოლოდ 2023 წელს ბაზრის მოცულობამ $25 მილიარდს გადააჭარბა. შესაბამისად, კაკაოზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, კომპანიები დეფიციტის შევსებაზეც ზრუნავენ.
აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილების გამო მიმდინარე წელს კაკაოს ფასებმა რეკორდულ ნიშნულსაც მიაღწია.
ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის გახდება ლაბორატორიაში გაზრდილი კაკაო ხელმისაწვდომი მწარმოებლებისთვის ან როგორ შეცვლის ის შოკოლადის საფასო დინამიკას.
წყარო: BM.GE