ამერიკული საფონდო ბირჟა რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

ამერიკული საფონდო ბირჟა რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა
ამერიკული საფონდო ბირჟა ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. S&P 500-ის შეფასება 6,400-იან ნიშნულს აღწევს, რაც ერთწლიან პერიოდში 17%-ით გაზრდილი მაჩვენებელია; რაც შეეხება Nasdaq-ის ინდექსს, ის 21,200-იან ნიშნულამდეა გაზრდილი, რაც წლიურად 22%-იან მატებას წარმოადგენს.
რეიტინგში პირველ ადგილს NVIDIA იკავებს, რომელსაც ინვესტორები 4 ტრილიონ 310 მილიარდ დოლარად აფასებენ.
მეორე ადგილზე $3.8-ტრილიონიანი შეფასებით Microsoft-ია, ხოლო მესამე ადგილზე $3.2-ტრილიონიანი კაპიტალიზაციით Apple-ი.