ამერიკული სანქციების შემდეგ დეპუტატი “ალტ-ინფოს” “დასახურად” კომისიას მიმართა

დეპუტატმა რომან გოცირიძემ კომუნიკაციების კომისიას მიმართა, რათა “ალტ-ინფოს” სიგნალის გადაცემა შეწყდეს.
“მაივიდეოსა” და ‘მაგთი ტივიზე” მიმდინარეობს ” ალტ-ინფოს” სიგნალის ტრანსლირება. ალბათ, დღესვე უნდა დაიხუროს ეს ტელევიზია. მე მივწერე წერილი კომუნიკაციების კომისიას, რადგან მათი დამფუძნებლები არიან სანქცირებული. ამერიკული სანქციები ამასაც ითვალისწინებს, რომ აფილირებულ პირებს შეეხოთ. ბევრი მიმართულებით მოუწევს მთავრობას და საბანკო სისტემას მუშაობა, რომ სანქციები დააკმაყოფილოს. დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში იქნება ფინანსური სისტემის კოლაფსი,” – უთხრა რომან გოცირიძემ ნეტგაზეთს.
საჯარო რეესტრის თანახმად, “ალტ-ინფოს” წილის 50% კონსტანტინე მორგოშიას მამიდას, ციალა მორგოშიას ეკუთვნის, 50% კი – ალექსანდრე ქარდავას.
· სანქცირებული პირების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და ქონებაში მათი წილები შეერთებულ შტატებში დაყადაღებულია.
· დაყადაღებულია სუბიექტები, რომლებიც -ში ან მის იურისდიქციაში 50% ან მეტით, პირდაპირ თუ ირიბად, სანქცირებული ფიზიკური პირების საკუთრებაშია.
· აკრძალულია ნებისმიერი ტრანზაქცია -ში, რომელიც სანქცირებული პირების საკუთრებას ან ინტერესებს ეხება. ამ წესიდან გამონაკლისი მხოლოდ აშშ-ს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ნებართვით იქნება დაშვებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ