ამერიკული სანქციების მატარებელი დაძრულია. ივანიშვილს ორი არჩევანი აქვს – გიორგი რუხაძე

GSAC-ის დამფუძნებელი გიორგი რუხაძე მიიჩნევს, რომ „ამერიკული სანქციების მატარებელი დაძრულია“. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში“ სტუმრობისას, ს შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით, შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ორი არჩევანი რჩება, ან უნდა დათმოს ხელისუფლება ან დაელოდოს სანქციებს.
„შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ეს არის ბოლო გაფრთხილება. ე.წ ყვითელი ბარათი. ეს არ არის ჩაკეტილი წრე სადაც ივანიშვილს ეუბნებიან რომ ყველაფერი დამთავრდა, – არა. ივანიშვილს აქვს გამოსავალი, ეს გამოსავალი არის 26 ოქტომბრის და საქართველოს გეოპოლიტიკური ვექტორის ევროატლანტიკური მიმართულებით შემობრუნება. ეს [გაფრთხილება] მან ნაკლებად მგონია გაითვალისწინოს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ უკვე ისე ღრმად შეტოპა რუსულ ჭაობში, აქედან უკან წამოსვლა და ქვეყნის ვექტორის მოტრიალება რთული იქნება. მათი პროპაგანდისტული და წინასაარჩევნო კამპანია ანტი-დასავლურ რიტორიკაზე დგას და ამის შეცვლა „ქართული ოცნებისთვის” კატასტროფა იქნება. მეორეს მხრივ თუ ეს არ შეიცვლება და არჩვები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, მაშინ -ის სანქციების მატარებელი უკვე დაძრულია. სახელმწიფო ხაზინამ 4 საქართველოს მოქალაქე უკვე დაასანქცირა, რაც უფრო მძიმე სანქციებია, ვიდრე ვიზის შეზღუდვა. ეს არის სიგნალი და ივანიშვილს აქვს ორი არჩევანი, ან უნდა დათმოს ხელისუფლება – ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები და მშვიდობიანად გადააბაროს, ან დაელოდოს სანქციებს“, – განაცხადა მან.
მისივე მოსაზრებით, იდეალური ვარიანტი იქნება, ბიძინა ივანიშვილმა უკან დაიხიოს, ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვას და ამ სანქციებს ქვეყანა გადაურჩეს. როგორც გიორგი რუხაძე ამბობს, ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე დასანქცირდება თუ არჩევნების შემდეგ, თუ ის იმ მიზეზით დასანქცირდა, რომ ს სპეციალურ სამსახურებთან თანამშრომლობს, ეს ქვეყანაზეც დიდ უარყოფით ფინანსურ გავლენას მოახდენს და დიდი პოლიტიკური შედეგიც ექნება.