ამერიკული საინვესტიციო ფონდი რუსეთისგან რუსეთის იმპერიის ვალების გამო 225 მილიარდ დოლარს ითხოვს

ამერიკული საინვესტიციო ფონდი რუსეთისგან რუსეთის იმპერიის ვალების გამო 225 მილიარდ დოლარს ითხოვს.
საინვესტიციო ფონდმა Noble Capital RSD-მა, ივნისში ამერიკის ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ რუსეთის იმპერიის ობლიგაციებით გათვალისწინებული ვალდებულებების დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხეებად დასახელებულნი არიან რუსეთის ფედერაცია, ფინანსთა სამინისტრო, ცენტრალური ბანკი და „ეროვნული კეთილდღეობის ფონდი“.
ნოემბერში სასამართლომ დაადგინა, რომ რუსულმა მხარემ პასუხი არაუგვიანეს 2026 წლის 29 იანვრისა უნდა წარადგინოს. რუსეთის ხელისუფლებას ამ დრომდე აღნიშნულ ვითარებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ასევე აღინიშნება, რომ დავალიანება შესაძლოა დაფარული იყოს რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივების ხარჯზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი – გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი – ისე ხატავენ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება გრძელდება