ამერიკული მედიის ცნობით, ტრამპმა სახელმწიფო მდივნად შესაძლოა, სენატორი რუბიო წარადგინოს

სულ უფრო მეტი ამერიკული მედიასაშუალება იუწყება, რომ რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობას, სავარაუდოდ, მარკო რუბიო დაიკავებს.
53 წლის რუბიო -ის სენატში ფლორიდის შტატის წარმომადგენელია. მარკო რუბიო სენატის დაზვერვის კომიტეტის წევრია.
ინფორმაცია, რომ ტრამპი რუბიოს განიხილავს სახელმწიფო მდივნის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად, ჯერ კიდევ 6 ნოემბერს გაავრცელა გამოცემა Politico-მ.
11 ნოემბერს გამოცემა New York Times-მა დაწერა, რომ არჩეული პრეზიდენტი, როგორც ჩანს, სახელმწიფო მდივნად მარკო რუბიოს წარადგენს. ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იმავეს იუწყება ტელეკომპანია CNN-იც. ამასთან, ორივე მედიასაშუალების წყაროთა თანახმად, დონალდ ტრმპმა შესაძლოა, გადაწყვეტილება შეცვალოს.
მარკო რუბიო ჩინეთისა და ირანისადმი მკაცრი პოზიციითაა ცნობილი.
ამერიკული მედიასაშუალებების ინფორმაციით, სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავს რიკ გრენელსაც.
პირველი ვადით ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში გრენელი გერმანიაში -ის ელჩი იყო, შემდეგ კი ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.
ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი .
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.
ფორუმი