ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა საელჩოებს მხოლოდ ამერიკული დროშის აღმართვის განკარგულება გასცა – არავითარი LGBT და BLM

აშშ-ის პრეზიდენტის ს ადმინისტრაციამ ერთი დროშია განკარგულება გასცა, რაც კრძალავს სამხედრო ობიექტებზე ან საელჩოების შენობების თავზე ამერიკის გარდა სხვა დროშის აღმართვას. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბრძანება ეხება როგორც -ს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ განთავსებულ უწყებებს. აღსანიშნავია, რომ ს პრეზიდენტობის დროს აშშ-სახელმწიფო დროშასთან ერთად აღიმართებოდა LGBT და BLM (Black Lives Matter) დროშები.
„ამ მომენტიდან აშშ-ის ობიექტებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ნებადართულია მხოლოდ აშშ-ის დროშის აღმართვა ან დემონსტრირება და მისი გამოყენება აშშ-ის მთავრობის კონტექსტში. ამერიკის დროშამ გააერთიანა ყველა ამერიკელი უნივერსალური პრინციპების ირგვლივ – სამართლიანობა, თავისუფლება და დემოკრატია. ეს ფასეულობები ჩვენი უდიდესი ქვეყნის საფუძველია და მათ ამერიკის მოქალაქეები იზიარებენ“, – ნათქვამია ბრძანების ტექსტში.
ნებისმიერი სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც ახალი პოლიტიკის წესს დაარღვევს იქნება სამსახურიდან გათავისუფლებული, აღნიშნულია ბრძანებაში.
როგორც მედია იუწყება, ერთადერთი დროშა, რომლის აღმართვაც იქნება ნებადართული ამერიკულთან ერთად, იქნება სამხედრო ტყვეების/უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების (POW/MIA) ემბლემა და არასამართლიანად დაკავებულ პირთა დროშა.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დააწესა მნიშვნელოვანი შეზღუდვები სამთავრობო შენობებზე, საელჩოებსა და სამხედრო ბაზებზე დროშების გამოყენებასთან დაკავშირებით. ტრამპმა აკრძალა მაგალითად LGBT და Black Lives Matter (BLM) დროშების ჩამოკიდება