„ლუკოილის“ აქტივებს შორის არის ბურგასის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ბენზინგასამართი სადგურები ბულგარეთში და საგადასახადო (აქციზური) საწყობები.
ამერიკულმა ენერგეტიკულმა კომპანიებმა, „შევრონმა“ და „ქვანტუმ კაპიტალ გრუპმა“ სანქცირებული რუსული ნავთობგიგანტის, „ლუკოილის“ შეძენის ინტერესი გამოხატეს.
გამოცემა „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, ეს ორი კომპანია მზად არის, „ლუკოილის“ აქტივებში 22 მილიარდი აშშ დოლარი გადაიხადოს. საუბარია რუსული კომპანიის როგორც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ისე ბენზინგასამართ სადგურებზე – ჯამში 2000-ზე მეტ ობიექტზე ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.
აქტივები მოიცავს ბურგასის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ბენზინგასამართ სადგურებს ბულგარეთში და არაერთ საგადასახადო (სააქციზო) საწყობს. გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის, მხარი დაუჭიროს ამგვარ გარიგებას. ვაშინგტონმა ამერიკულ კომპანიებს „ლუკოილთან“ მოლაპარაკებების საწარმოებლად ვადა 17 იანვრამდე მისცა.
წყარო: 1 არხი




