ამერიკული კომპანია Wabtec ყაზახეთის სარკინიგზო ლოგისტიკაში $1 მლრდ-ის ინვესტირებას მოახდენს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ და ეროვნული უშიშროების საბჭოს სა და ცენტრალური აზიის უფროსმა დირექტორმა ნიკოლას ბერლინერმა საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე Business 5+1 (B5+1) -ისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიზნებზე ისაუბრა.
ამერიკულ კომპანიებსა და ცენტრალურ აზიას შორის გრძელვადიანი კავშირების მაგალითებზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ აღნიშნა, რომ 2023 წლის სექტემბერში, „Westinghouse Air Brake Technologies Corporation-მა (Wabtec) გამოაცხადა, რომ ყაზახეთის სარკინიგზო ლოგისტიკაში $1 მლრდ-ის ინვესტირებას მოახდენს და წყალბადის საწვავზე მომუშავე ლოკომოტივების წარმოებას დაიწყებს.
„ყაზახეთის ეროვნული რკინიგზის კომპანია თავისი ფლოტის განახლებას და აშშ-ის Citibank-ის 900 მილიონი დოლარის სესხის გამოყენებით Wabtec-ის 240 ლოკომოტივის შეძენას გეგმავს“, – აღნიშნა ბერლინერმა.
2017 წლის ბოლოს Wabtec-მა შეიძინა ერთობლივი საწარმოს Lokomotiv Kurastyru Zauyty-ის (LKZ) 50%. იმ დროისთვის ქარხნის აქციების ნახევარი ეკუთვნოდა რუსულ Transmashholding-ს. როდესაც რუსული კომპანია სანქციების ქვეშ მოექცა, Wabtec-მა LKZ-ის აქციების მეორე ნახევარი იყიდა.
2022 წლის სექტემბერში, Wabtec-მა გააფორმა $600 მილიონიანი მემორანდუმი KTZ-თან FLXdrive ბატარეის 150 ელექტრული ლოკომოტივების მიწოდებისა და NextFuel ლოკომოტივების ძირითადი ფლოტის მოდერნიზაციისთვის.
Wabtec (Westinghouse Air Brake Technologies Corporation) არის ამერიკული კომპანია, რომელიც აწარმოებს ლოკომოტივებს, ასევე პროდუქტებს ლოკომოტივებისთვის, სატვირთო და სამგზავრო მანქანებისთვის. ის შეტანილია Fortune 500-ის სიაში და ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია .