ამერიკული თავგადასავალი გრძელდება – დიმიტრი ლეკიშვილი “ქემდენიდან” კარიერას “Holy Family”-ში გააგრძელებს

23 წლის ქართველი ფორვარდი დიმიტრი ლეკიშვილი ამერიკული “ქემდენიდან” კარიერას NCAA D2-ის გუნდ “Holy Family”-ში გააგრძელებს, ლეკიშვილმა ხელი 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა.
შემტევმა გასულ სეზონში “ქემდენის” მაისურით 14 მატჩში 11 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის შესრულება მოახერხა. ბუნებრივია, მისი შედეგიანი ასპარეზობა ამერიკულ გუნდებს არ გამოჰპარვიათ, დიმიტრიმ კი არჩევანი საბოლოოდ “Holy Family”-ზე შეაჩერა.
როგორც ლეკიშვილმა დაახლოებით 1 წლის წინ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, მისი საბოლოო მიზანი დრაფტზე მოხვედრაა, საიდანაც მოთამაშეები კარიერას -ს მთავარ ჩემპიონატში, MLS-ში აგრძელებენ.
ამჟამად ჩემი მიზანი უფრო პრესტიჟულ უნივერსიტეტში მოხვედრაა, სიმართლე გითხრათ, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ და ძალიან ბევრს ვშრომობ, თუმცა მოგატყუებთ, რომ გითხრათ, MLS-ში თამაშზე არ ვფიქრობ-მეთქი. მჯერა, თუ ტრავმებმა აღარ შემაწუხა და 1-2 სეზონს სტაბილურად ჩავატარებ, დრაფტზე მოვხვდები, სადაც აშშ-ის მთავარ ჩემპიონატში კარიერის გაგრძელების შანსი მექნება”, – აღნიშნა ლეკიშვილმა ჩვენთან ინტერვიუში
ქართველ ფეხბურთელს სხვადასხვა დროს შვეიცარიისა და პოლონეთის ჩემპიონატებშიც უთამაშია. იგი “ვიტ ჯორჯიას” აკადემიის აღზრდილია, რომლის ღირსებასაც 2016/2019 წლებში იცავდა.
ახალ გუნდში ტრანსფერი დიმიტრის სასურველ მიზანთან კიდევ უფრო აახლოებს, რადგან ამ დივიზიონიდან MLS-ში არაერთი მოთამაშე მომხვდარა.
დიმიტრის ახალ გუნდში წარმატებებსა და შედეგიან სეზონს ვუსურვებთ!
გურული და ყურშიტაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდნენ
დიმიტრი ლეკიშვილის შედეგიანი დასაწყისი აშშ-ის საუნივერსიტეტო ლიგაში