ამერიკული დელეგაციის ვიზიტის შემდეგ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ 250 პოლიტპატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული სახელმწიფო მედია პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ “ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე” 250 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა.
აქამდე ბელარუსულ ოპოზიციურ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ გათავისუფლებულებიდან 15-20 ადამიანი შეიძლება ვილნიუსში იქნან გადაყვანილი, ხოლო დანარჩენებს ბელარუსში დარჩენის უფლება მიეცემათ.
პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 19 მარტს ბელარუსის საკითხებში აშშ-ის სპეცწარმომადგენლის, ჯონ კოულის ბელარუსში ვიზიტისა და ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.




