ამერიკული „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომელი ეთო ბუზიაშვილი X-ზე დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხილეს

ამერიკული „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომელი ეთო ბუზიაშვილი X-ზე დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხილეს. ეთო ბუზიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც სერბეთში მიმდინარე პროტესტს ეხმიანება და საქართველოსთან ავლებს პარალელს.
ეთო ბუზიაშვილი აცხადებს, რომ სერბებიც კი კრემლის გავლენის წინააღმდეგ აჯანყდნენ და ამ გეოპოლიტიკური მარცხის ფონზე, საქართველოში რეჟიმს სურს, რომ ჩვენ ს ნაწილი გაგვხადოს.
ეთო ბუზიაშვილს მკითხველები დეზინფორმაციაში ამხელენ და საპასუხოდ სერბეთში არსებულ რეალურ მდგომარეობაზე მიუთითებენ, რომ სერბეთში პროტესტი არა კრემლის გავლენის, არამედ კორუმპირებული რეჟიმის წინაარმდეგ ტარდება.
„ახლა სერბებიც კი, სადაც ისტორიულად ბევრ სფეროში პრორუსული განწყობა დომინირებდა, კრემლის გავლენის წინააღმდეგ აჯანყდნენ. და მაინც, ამ გეოპოლიტიკური მარცხის ფონზე, საქართველოში რეჟიმს სურს, რომ ჩვენ რუსეთის ნაწილი გაგვხადოს. დაივიწყეთ 3/3-ის ფორმატი“- წერს ეთო ბუზიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ოპოზიციას არჩევნები არ სჭირდება, ამიტომაც არ აღიარებენ არასდროს არჩევნების შედეგებს. ძალიან კარგად იციან, რომ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა და მუდმივად არიან სხვა გზების ძიებაში. ეს გზები არის არაკონსტიტუციური

ადგილობრივი არჩევნები არ არის ის არჩევნები, რომელზედაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე მოწვევა ეუთო/ოდირის დამკვირვებლების და შესაბამისად, რაღაც სპეკულაციები ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით

ევროპის პარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა დიქტატორ მიხეილ სააკაშვილის კანონიერი პატიმრობიდან გათავისუფლება – სააკაშვილისა, რომელიც ევროპულმა სასამართლომ პატიმართა სისტემურ და სისტემატურ წამებაში ამხილა