ამერიკული ორგანიზაციის, „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომლის, სოფო გელავას სახლში ფინანსური პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.
ინფორმაცია სოფო გელავას ქმარმა, პარტია „ფედერალისტების“ წევრმა გიორგი ნონიაშვილმა გაავრცელა.
ადვოკატი შოთა თუთბერიძე, – რომელიც ადგილზეა, – რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საგამოძიებო მოქმედებებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები აწარმოებენ.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საგამოძიებო უწყებას კომენტარის თხოვნით.
„მიაქვთ ოჯახიდან ყველა დივაისი. ბავშვის ლეპტოპიც. ჩემიც“, – წერს ნონიაშვილი.
„ფედერალისტების“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, რომ გამომძიებლები ამბობენ, გამოძიება უკავშირდება „ატლანტიკური საბჭოს კონტრაქტორ კომპანიას“.
„ატლანტიკური საბჭო“ 1961 წელს დაფუძნებული ამერიკული კვლევითი ინსტიტუტია. სოფო გელავა ორგანიზაციის „ციფრული ექსპერტიზის კვლევითი ლაბორატორიის“ (DFR Lab-მკვლევარია.
ინფორმაცია განახლდება.