ამერიკის 47-ე პრეზიდენტი სასწაულად მოერგო არა მხოლოდ “ვაჟა ზაზაევიჩის” კინოპერსონაჟს, არამედ “ლეიტენანტ სამჭკუაშვილს

ამერიკის 47-ე პრეზიდენტი სასწაულად მოერგო არა მხოლოდ “ვაჟა ზაზაევიჩის” კინოპერსონაჟს, არამედ “ლეიტენანტ სამჭკუაშვილს
პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. “[კონფლიქტების შეჩერების მხრივ] ვაშინგტონი ამჯობინებს დიპლომატიურ გზას, რაც უკმაყოფილებას იწვევს ევროკავშირში და განსაკუთრებით ბერლინსა და პარიზში-” აღნიშნავს ანალიტიკოსი და წერს, რომ სანამ ევროკავშირის წევრი ქვეყნები დან ელჩებს იწვევენ, -მ ნეიტრალური მხარე დაიჭირა და ორივე მხარეს დეესკალაციისკენ მოუწოდა.
“ზოგადი პოლიტიკური გადაღლილობის, “სტაგნაციის”, მილიტარისტული “ზედოზირების” ფონზე, უკანასკნელ ორ დღეში მსოფლიოში განვითარებული რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენების მოძიება გამიჭირდა. კი ბატონო, ტრამპის ადმინისტრაციამ ს 825 მილიონი დოლარის ოდენობის შეიარაღების მიწოდება დაამტკიცა, რაც წინა წლებში უხვად გაცემული თანხების ფონზე, დღეს “მზესუმზირას” საყიდელ ოდენობას წარმოადგენს. -ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს აცნობა შეთანხმების შესახებ, რომელიც გულისხმობს 3 350 ერთეულ ERAM ტიპის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტის, 3 350 GPS-ნავიგატორის, სათადარიგო ნაწილების, ტექნიკური მხარდაჭერისა და სპეციალისტთა გადამზადების მიწოდებას. დაფინანსება უზრუნველყოფილია როგორც აშშ-ის, ასევე ნატოს მოკავშირეების (დანიის, ნიდერლანდებისა და ნორვეგიის) მიერ. პარალელურად, მართლმადიდებელ სლავთა შორის მიმდინარე ომში, სისხლიანმა მარიამობამ იჩინა თავი: რუსეთმა განახორციელა მასშტაბური რაკეტ-საჰაერო იერიში კიევზე.
დაღუპულია სულ მცირე 19–23 ადამიანი, მათ შორის ბავშვები; დაზიანდა ევროკავშირის წარმომადგენლობა და ბრიტანეთის საბჭოს ოფისი. ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა ს ელჩები გამოიწვიეს ახსნა-განმარტებისთვის. ბრიუსელი ამზადებს ახალ სანქციებს და აფინანსებს ს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციამ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა და მხარეებს უბრალოდ დეესკალაციისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ შეტევა „სამწუხაროა, მაგრამ მოულოდნელი არ არის“, და პასუხისმგებლობა ორივე მხარეს დააკისრა. ახალი სანქციები რუსეთზე არ დაწესებულა; ვაშინგტონი ამჯობინებს დიპლომატიურ გზას, რაც უკმაყოფილებას იწვევს ევროკავშირში და განსაკუთრებით ბერლინსა და პარიზში. ჩვენთვის კი, კინოშედევრი “ქვევრის” შემქმნელ ქვეყანაში, ტრამპის პოზიცია სავსებით გასაგებია.
უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის 47-ე პრეზიდენტი სასწაულად მოერგო არა მხოლოდ “ვაჟა ზაზაევიჩის” კინოპერსონაჟს, არამედ “ლეიტენანტ სამჭკუაშვილს” – რომელიც გადაიღალა უკვე მხარეების მიმართ “ქვევრის გატეხის” მოწოდებით, ბოლოს და ბოლოს, მართლაც და მართლაც, ქრისტე ღმერთი ხომ არაა, სასწაული მოახდინოს, ა. თუმცა, პატარა სასწაულებით ის მართლაც გვაოცებს – “ჯანმოდან” გასვლის შემდეგ ტრამპმა გადააყენა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დირექტორი სიუზენ მონარესი, რადგან მისი საქმიანობა “არ შეესაბამებოდა ადმინისტრაციის პოლიტიკას”. დროებით ხელმძღვანელად დაინიშნა ჯიმ ო'ნილი, რაც წამყვან მეცნიერებს შორის პროტესტისა და სამსახურიდან წასვლის ტალღას იწვევს. ექსპერტები შიშობენ, რომ სააგენტოს მეცნიერული დამოუკიდებლობა სერიოზული საფრთხის წინაშეა. ასევე, ალასკის სამიტის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ მოულოდნელად გადააყენა CIA-ს წამყვანი რუსეთოლოგი, რომელსაც მუშაობის 29 წლიანი გამოცდილება ჰქონდა და მონაწილეობდა თავად სამიტის მომზადებაში (სახელი და გვარი არ საჯაროვდება). მას ჩამოერთვა წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე. უსაფრთხოების სფეროში ექსპერტები ამას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებენ, რაც შიდა სტაბილურობასა და პროფესიულ დამოუკიდებლობას აზიანებს. ამ ეტაპზე სულ ეს იყო, მომდევნო კვირას კი პეკინი გაგვანებივრებს, სადაც მეტად საინტერესო სამიტი გველოდება …”- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
Previous: ქრონიკის“ ინფორმაციით, ხაზარაძე/ჯაფარიძის პარტნიორმა აშშ-ში წაგებული არბიტრაჟის თანხა, 6,584,848 დოლარი საქართველოს გადაუხადა

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას