ამერიკის ხმის თანამშრომლები ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს – The Hill

გამოცემა The Hill-ის ინფორმაციით, ამერიკის ხმის ჟურნალისტები ანაზღაურებად შვებულებაში მას შემდეგ გაუშვეს, რაც -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტოს საქმიანობა შეუზღუდა.
გამოცემა წერს, რომ USAGM-ის მიერ ამერიკის ხმის თანამშრომლებისთვის მიწერილი მეილის შინაარსი ასეთია: “დისციპლინარული მიზნებისთვის არ კეთდება” და თანამშრომლები გაშვებულები არიან “ადმინისტრაციულ შვებულებაში სრული ანაზღაურებით და შეღავათებით”.
გავრცელებული ინფორმაციით მიხედვით, VOA-ს თანამშრომლებს სამუშაო შენობებში შესვლა HR-ის აღმასრულებელი დირექტორის ნებართვის ან ზედამხედველების წინასწარი ნებართვის გარეშე აკერძალათ.
ამასთან, ცნობილია, რომ გამოცემა რადიო თავისუფლების ცნობით, ამერიკის შეერთბული შტატების გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) გამოცემას განუცხადა, რომ ფედერალური გრანტის შეთანხმება შეუწყვიტა.
ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ფედერალურ სააგენტოს არ დაევალება იმ საქმიანობის გაგრძელება, რომელიც განსაზღვრული არ არის, ჯამში 7 სააგენტოს ეხება:
1. მედიაციისა და შერიგების ფედერალური სერვისი;
2. აშშ-ს სააგენტო გლობალური მედიისთვის;
3. ვუდრო უილსონის სახელობის აკადემიკოსთა საერთაშორისო ცენტრი;
4. სამუზეუმო და საბიბლიოთეკო სამსახურების ინსტიტუტი;
5. აშშ-ს უწყებათაშორისი საბჭო უსახლკარობის შესახებ;
6. თემის განვითარების საფინანსო ინსტიტუტების ფონდი;
7. უმცირესობათა ბიზნესების განვითარების სააგენტო.
წყარო: ფორმულა