„ამერიკის ხმა“ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის

„ამერიკის ხმა“ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი ნიუ-იორკის ფედერალურ საოლქო სასამართლოში შეიტანეს.
ჟურნალისტების განცხადებით, -ის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო სააგენტოების დახურვა ქვეყნის კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებულ სიტყვის თავისუფლებას არღვევს.
„მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ობიექტური ახალი ამბების კრიტიკულად მნიშვნელოვანი წყარო გაქრა და ვაკუუმს სახელმწიფოების მიერ დაფინანსებული ცენზურა გავლილი საინფორმაციო საშუალებები შეავსებენ“, – აცხადებენ „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტები.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) „რადიო თავისუფლებას“ გრანტები შეუწყვიტა და „ამერიკის ხმის“ 1300-ზე მეტი თანამშრომელი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა. 19 მარტს „რადიო თავისუფლებამ“ USAGM-ს, მის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ვიქტორ მორალესსა და სპეციალურ მრჩეველს კერი ლეიკს სასამართლოში უჩივლა.
წყარო: ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…