ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე გრან-პრის სერიის მე-5 ეტაპზე ჩვენი ნაკრების წევრებმა 2 მედალი მოიპოვეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე გრან-პრის სერიის მე-5 ეტაპზე მედლების კომპლექტი სპორტულ წყვილებში და ქალთა შორის გათამაშდა.
ორი პროგრამის ჯამში 195,73 ქულით ჩვენმა სპორტულმა წყვილმა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ანასტასია და ლუკა გრან-პრის სერიის მეორე ეტაპის გამარჯვებულები არიან, რომელიც ოქტომბრის ბოლოს ჩინეთში გაიმართა.
ორი ეტაპის ჯამური 28 ქულით, ჩვენმა წყვილმა მოიპოვა საგზური გრან-პრის სერიის ფინალში მონაწილეობის მისაღებად, სადაც ისინი მსოფლიოს კიდევ ხუთ საუკეთესო წყვილთან ერთად იასპარეზებენ ფინალში, რომელიც 5- 7 დეკემბერს იაპონიის ქალაქ ნაგოიაში გაიმართება.
გრან-პრის სერიის მე-5 ეტაპზე ქალთა შორის. საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ, მაღალი კონკურენციის პირობებში, ორი პროგრამის ჯამში 204.69 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მან პოზიციები მხოლოდ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს ამერიკელ ალისა ლიუსა და იაპონელ სპორტსმენს რინკა ვატანაბეს დაუთმო.