„ამერიკის შეერთებული შტატების კანონების დარღვევამ, შესაძლოა სერიოზული შედეგი იქონიოს თქვენს ვიზაზე“ – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.
„თქვენი დაკავების, ან ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა, გაგიუქმდეთ ვიზა, გაგაძევონ ქვეყნიდან და ვეღარ შეძლოთ აშშ-ის ვიზის მიღება მომავალში.
დაიცავით წესები და არ დააყენოთ თქვენი მოგზაურობა რისკის ქვეშ. ამერიკის ვიზა არის პრივილეგია და არა უფლება“ – წერს საელჩო.
