ამერიკის პრეზიდენტის ავტოკოლონას მანქანა შეეჯახა, პრეზიდენტი და პირველი ლედი უსაფრთხოდ არიან

ამერიკის პრეზიდენტის ავტოკოლონას ავტომობილი შეეჯახა, ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. თვითმხილველი ჟურნალისტებს უყვება, რომ ინციდენტი ვილმიგტონში, კვირას, 17 დეკემბერს, 20:08 საათზე მოხდა მაშინ, როცა პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ, ესკორტით, ბაიდენ-ჰარისის საარჩევნო შტაბის შეხვედრა დატოვეს.
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის კოლონას ვერცხლისფერი სედანის ტიპის ავტომობილი შეეჯახა. რა დროსაც, ავტომობილის წინა მხარე დაზიანდა.
ინციდენტიდან მალევე, ავტომობილს სამართალდამცავებმა ალყა შემოარტყეს, მძღოლს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. „როიტერი“ წერს, რომ ვერცხლისფერი ავტომობილის მძღოლს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც პოლიციამ ამოიღო. “მძღოლმა პოლიციის გამოჩენისას ხელები მაღლა აწია”,- უყვება თვითმხილველი “როიტერს”.
ინციდენტის შემდეგ, პრეზიდენტი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი თავს უსაფრთხოს გრძნობენ. ისინი მომხდარის შემდეგ კამერებმა მალევე დააფიქსირა. კადრებში ჩანს რომ პრეზიდენტის უსაფრთხოებას გაძლიერებულად იცავდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – მხოლოდ იმიტომ, რომ შენი აგენტი არ ვარ, მეგობარი ვარ და შენს დაკრულზე ყველაფერზე არ ვცეკვავ, ამისათვის ნუ დამსჯი – ამას ველაპარაკები და ამასაც თავდასხმად აღიქვამენ, თუ ეუბნები, რომ სამართლიანად მომეპყარი, თავდასხმაა

მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს – დიდი ბოდიში ამ გამოთქმისთვის, თქვენ რომ პარლამენტი ფეხებზე დაიკიდეთ, ასეთი არავის უქნია არასდროს – არცერთ კითხვაზე პასუხი არ გაეცით