ამერიკის მხრიდან პირობად სამართლიანი არჩევნების ჩატარების წამოყენება უადგილოა, რადგან მმართველი გუნდი ისედაც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას აპირებს და არავითარი საჭიროება არჩევნების გაყალბების არ აქვს

ამერიკის მხრიდან პირობად სამართლიანი ს ჩატარების წამოყენება უადგილოა, რადგან მმართველი გუნდი ისედაც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას აპირებს და არავითარი საჭიროება არჩევნების გაყალბების არ აქვს
„არავითარი საჭიროება მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბების არ აქვს, ამას ქუჩაც მეტყველებს,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა მ.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში კონგრესში უნდა განიხილონ კანონპროექტი, სადაც ნათქვამია, რომ თუ საქართველოს მმართველი გუნდი ანტიდასავლურ რიტორიკას შეცვლის და ჩაატარებს სამართლიან არჩევნებს, მაშინ მათი მხრიდან გაიზრდება სამხედრო დახმარება და დაიწყება ვიზალიბერალიზაციაზე მსჯელობაც.
„კონგრესში ამ დღეებში უნდა განიხილონ კანონპროექტი, სადაც ნათქვამია, რომ თუ მმართველი გუნდი ანტიდასავლურ რიტორიკას შეცვლის და თუ სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს, მაშინ საქართველოსთვის გაიზრდება სამხედრო დახმარება ანუ მეტ იარაღს მოგვაწვდიან, დაიძვრება ვიზალიბერალიზაციის თემაც ანუ შერბილდება სავიზო რეჟიმი, ასევე საუბარია სავაჭრო ურთიერთობების ხელმისაწვდომობაზეც.
საგულისხმოა, რომ ამას ამერიკულ მხარეს „ქართული ოცნება“ საყვედურის სახით სრულიად დამსახურებულად ისედაც ეუბნებოდა, რადგან ჩვენი 30-წლიანი ურთიერთობა ამ ყველაფერს იმსახურებდა. ეს საყვედური დაუკავშირეს არჩევნებს, თუმცა სრულიად უადგილოდ.
პირობად სამართლიანი არჩევნების ჩატარება უადგილოა, რადგან მმართველი გუნდი ამ პირობის გარეშეც, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას აპირებს. აქამდეც ასე უქნია და ახლაც ასე იზამს. არავითარი საჭიროება მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბების არ აქვს, ამაზე ქუჩაც მეტყველებს. მე არ ვთვლი თავებს, მაგრამ საარჩევნოდ ხმები ითვლება,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ
Previous: ჩვენს რევოლუციონერებს ვინმემ აუხსნას, რომ მათ მიერ დახატული სურათი, რომლის თანახმად კაპიტოლიუმის ბორცვებზე მზე საქართველოზე ფიქრით ამოდის და ჩადის, „ოდნავ” გადაჭარბებულია