ამერიკის მხრიდან კრიტიკის მიუხედავად, ისრაელი დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების გეგმებზე მუშაობს

ისრაელის ფინანსთა მინისტრმა ბეზალელ სმოტრიჩმა, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ებრაული დასახლებების გაფართოების პირობა დადო. მინისტრმა გააკრიტიკა სკენ მიმართული საერთაშორისო წნეხი იმის თაობაზე, რომ შეწყვიტოს მშენებლობა მიწაზე, რომელსაც პალესტინელები თავისი მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ნაწილად მოიაზრებენ.
სამშაბათს სმოტრიჩმა გამოაცხადა ახალი დასახლების გეგმის დამტკიცების შესახებ. დასახლება გაშ ეთზიონში, იერუსალიმის სამხრეთით ებრაული დასახლებების ჯგუფს უნდა დაემატოს. მან ასევე განაცხადა, რომ მეტი დასახლების დამტკიცების თაობაზე მუშაობა გაგრძელდება.
ეს ნაბიჯი გადაიდგა სულ რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დასავლეთ ნაპირზე ებრაულ დასახლებებს, საერთაშორისო კანონმდებლობასთან შეუთავსებლად მიიჩნევს. ამ განცხადებით ის დაუბრუნდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეერთებული შტატების პოზიციას, რომელიც ყოფილ პრეზიდენტ ს ადმინისტრაციამ შეცვალა.
სახელმწიფო მდივნის მიერ პოზიციის ამ ერთგვარმა ცვლილებამ, შეერთებული შტატები მსოფლიოს უმეტესი ნაწილის პოზიციაზე დააბრუნა, რომელიც 1967 წლის ომის დროს, ისრაელის მიერ მოპოვებულ ტერიტორიებზე დასახლებებს უკანონოდ მიიჩნევს. თვითონ ისრაელი ამ შეხედულებას არ ეთანხმება და ამ მიწასთან ებრაელი ხალხის ისტორიულ და ბიბლიურ კავშირზე ამახვილებს ყურადღებას.
პალესტინელები ამბობენ, რომ იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დასახლებების მშენებლობა ისრაელის შეგნებული პოლიტიკის ნაწილია, რომლითაც ძირს უთხრის მათ ამბიციას შექმნან დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომლის დედაქალაქიც აღმოსავლეთ იერუსალიმში იქნება.
სმოტრიჩი პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს კოალიციურ მთავრობაში ერთ-ერთი ულტრა-მემარჯვენე, დასახლებების მომხრე პარტიის გავლენიანი ლიდერია, თავადაც ერთ-ერთ ასეთ დასახლებაში ცხოვრობს და პროექტის შემდგომ განვითარებას მუდმივად მხარს უჭერდა.