ამერიკის მოქალაქეებზე დაქორწინებული 500 ათასი არალეგალი -ში კანონიერად იცხოვრებს — თეთრი სახლი

აშშ-ის პრეზიდენტ ს ახალი ინიციატივით, ასობით ათასი ადამიანი, რომელიც არალეგალურად იმყოფება ამერიკაში, მაგრამ -ის მოქალაქის მეუღლეა, დეპორტირებას გადარჩება.
ინიციატივა მათ შეეხება, ვინც აშშ-ში, სულ მცირე, 10 წელია, რაც იმყოფება. მათ აშშ-ში ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
თეთრ სახლში დარწმუნებულები არიან, რომ აშშ-ის ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქის მეუღლე ისარგებლებს ამ ინიციატივით. ამას ემატება დაახლოებით 50 000 ახალგაზრდაც 21 წლამდე, რომელთა ერთ-ერთი მშობელი ამერიკის მოქალაქეზეა დაქორწინებული.
ვინც პირობებს აკმაყოფილებს, სამი წელი მიეცემა განაცხადის გასაკეთებლად მუდმივი მცხოვრების სტატუსის მისაღებად და სამუშაო ნებართვა სამი წლის ვადით.
განაცხადების გაკეთება ზაფხულის ბოლოდან იქნება შესაძლებელი.
ივნისის დასაწყისში პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ აშშ-ის საიმიგრაციო სისტემას უფრო სამართლიანს და თანასწორს გახდიდა.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ იმიგრაცია მთავარი საკითხია, რაზეც ბევრი ამომრჩეველი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ფიქრობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ერის გაერთიანებაზე – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე – გვჯეროდეს ერთმანეთის

მიხეილ ყაველაშვილი – რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, ყოველთვის უნდა დავიცვათ ეროვნული ინტერესი – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის