ამერიკის მერყევ შტატებში საარჩევნო უბნებმა მიიღეს ცრუ შეტყობინება ბომბის არსებობის შესახებ

ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 ნოემბრის ს დღეს არაერთ უბანზე მიიღეს შეტყობინება შენობაში ბომბის არსებობის შესახებ. შემოწმებამ დაადასტურა, რომ ყველა შეტყობინება ცრუ იყო.
ელექტრონული ფოსტით მსგავსი შეტყობინებები მიიღეს საარჩევნო უბნებმა ე.წ. მერყევ შტატებში, მათ შორის არიზონასა და ჯორჯიაში, სადაც უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე უბანზე კენჭისყრის პროცესი დროებით შეწყვეტილი იყო.
მერყევს უწოდებენ იმ შტატებს, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატებს გამარჯვების თანაბარი შანსი აქვთ.
-ის ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ცრუ შეტყობინებებთან კავშირი აქვს რუსეთს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიცემული ხმების დათვლა. ჯერჯერობით ლიდერობს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი . დემოკრატიული პარტიიდან მისი მეტოქეა ვიცე პრეზიდენტი .
ამერიკული საარჩევნო სისტემით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს საბოლოოდ გამოავლენს შტატების მიხედვით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია. კანდიდატებს გამარჯვებისთვის კოლეგიისგან სჭირდებათ 538-დან სულ მცირე 270 ხმა.
5 ნოემბერს აშშ-ში ჩატარდა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის, სენატის წევრთა მესამედის და 11 შტატის გუბერნატორის არჩევნებიც.
100-წევრიანი სენატის უმრავლესობაში ამჟამად დემოკრატები არიან, 435-წევრიან წარმომადგენელთა პალატას კი რესპუბლიკელები აკონტროლებენ.