ლოს-ანჯელესში გაიმართა ამერიკის კონოაკადემიის პრიზით, „ოსკარით“ დაჯილდოების 97-ე ცერემონია.
კინოაკადემიამ 2024 წლის საუკეთესო ფილმად აღიარა რეჟისორ შონ ბეიკერის „ანორა“. ფილმი რუსულენოვან სექს-მუშაკზეა. მისი როლის შემსრულებელმა მაიკი მედისონმა „ოსკარი“ მიიღო საუკეთესო ქალი მსახიობების კატეგორიაში. კინოაკადემიამ საუკეთესო რეჟისორად შონ ბეიკერი დაასახელა. „ანორამ“ კიდევ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმს „ოსკარი“ ერგო საუკეთესო ორიგინალური სცენარისა და საუკეთესო მონტაჟისთვისაც.
მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის „ოსკარი“ გადაეცა ედრიენ ბროუდის, ფილმისთვის „ბრუტალისტი“.
ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო უცხოენოვან ფილმად აღიარა ბრაზილიელი რეჟისორის, ვალტერ სალესის დრამა „ჯერ კიდევ აქ ვარ“.
