ამერიკის ვიცე პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიაში ვიზიტისთვის ემზადება

დადასტურებულია, რომ ამერიკის ვიცე პრეზიდენტი რამდენიმე დღეში სამხრეთ კავკასიას ეწვევა. ჯეი დი ვენსი პირველ შეხვედრებს სომხეთში 9 თებერვალს გამართავს. მას ვიზიტი აქვს დაგეგმილი კიდევ ერთ მეზობელ სახელმწიფოში, აზერბაიჯანშიც.
ჯეი დი ვენსის მიზანიაა, ორი დაზავებული სახელმწიფო ლიდერს ტრამპის მარშრუტის მნიშვნელობაზე ესაუბროს. საქმე ეხება 43 კილომეტრის სიგრძის გზებისა და რკინიგზის მომცველ დერეფანს სომხეთზე, რომელიც აზერბაიჯანს თავის ანკლავთან, ნახიჩევანთან დააკავშირებს და ამავდროულად, რუსეთის და ირანის გვერდის ავლით შექმნის აღმოსავლეთ-დასავლეთის ახალ სავაჭრო არხს. ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი პარტნიორებს შორის საქართველოს გარეშე გადაწყდება. როგორც ცნობილია, დი ვენსს არც შეხვედრები აქვს დაგეგმილი ოცნების ლიდერებთან და არც შეხვედრებზე დაუპატიჟებიათ ვინმე.
tvpirveli.ge