“ამერიკის დახმარება, უკრაინას გამარჯვების შანსს მისცემს” – ზელენსკი

“ამერიკის დახმარება, უკრაინას გამარჯვების შანსს მისცემს” – ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის დახმარება, უკრაინას გამარჯვების შანსს მისცემს.

უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კონგრესმენებს უკრაინის სამხედრო დახმარების დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ დახმარებას უმოკლეს დროში მიიღებს.

უკრაინის დახმარების 61 მილიარდიანი პაკეტი კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 20 აპრილს დაამტკიცა, ხვალ კი მას სენატში დაამტკიცებენ, რის შემდეგაც, ხელმოსაწერად პრეზიდენტ ბაიდენს გადაეგზავნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა