ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტომ ათობით რეგულაცია გააუქმა

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 12 მარტს გაიწვია მისი წინამორბედის, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დროს მიღებული რეგულაციების მთელი წყება, რომელიც გარემოს უკეთ დაცვას ემსახურებოდა. გაუქმებულ რეგულაციებს შორის სახელდება ელექტროსადგურებზე და ავტომობილებზე დაწესებული მავნე გამონაბოლქვის ლიმიტები, თუ წყლების დაცვისკენ მიმართული რეგულაციების შემცირება.
გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადება თანხვედრაშია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებებთან. არჩევნებამდე ის ამერიკელებს პირობას აძლევდა, რომ მოხსნიდა იმ შეზღუდვებს, რომლებიც გარემოს დაცვის, ან კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის გამო მიიღეს და ქვეყანაში ქვანახშირის, ნავთობის, თუ ბევრი სხვა სახის წიაღიესულის წარმოებას აფერხებდა.
12 მარტს გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, გარემოს დაცვის სააგენტომ ჯამში 30-ზე მეტი რეგულაცია გაიწვია. მათ შორისაა “სუფთა წყლის აქტი”, რომელიც ქვეყნის მდინარეებს, არხებს, ყურეებს, ოკეანეს იცავდა სოფლის მეურნეობის, წიაღისეულის მოპოვებისა და სხვა ტიპის საწარმოო ნარჩენებისგან.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დამატებით გეგმავს მოხსნას ჰაერის მავნე გამონაბოლქვისგან დამცველი კიდევ უფრო მეტი რეგულაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად