ამერიკის არჩევნები გაყალბებულია, მოპარულია და მთელი მსოფლიოსთვის დაცინვის ობიექტია, ჩვენ ამას ან გამოვასწორებთ, ან ქვეყანა აღარ გვექნება – ტრამპი

ამერიკის არჩევნები გაყალბებულია, მოპარულია და მთელი მსოფლიოსთვის დაცინვის ობიექტია. ჩვენ ამას ან გამოვასწორებთ, ან ქვეყანა აღარ გვექნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს.
„ამერიკის არჩევნები გაყალბებულია, მოპარულია და მთელი მსოფლიოსთვის დაცინვის ობიექტია. ჩვენ ამას ან გამოვასწორებთ, ან ქვეყანა აღარ გვექნება. მე მოვუწოდებ ყველა რესპუბლიკელს, იბრძოლონ შემდეგი მიზნებისთვის: ამერიკის გადარჩენის კანონი! ყველა ამომრჩეველმა უნდა წარმოადგინოს ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ყველა ამომრჩეველმა უნდა წარმოადგინოს აშშ-ის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი რეგისტრაციისთვის; ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენები აკრძალულია“, – წერს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო