ამერიკის აკრედიტაციის კომისიის – AACI განცხადებით, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტმა ძირითადი შეფასების შედეგად დააკმაყოფილა AACI-ის სტანდარტები და უახლოეს პერიდში მიიღებს აკრედიტაციას

„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ ინფორმაციით, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტმა ძირითადი შეფასების შედეგად დააკმაყოფილა AACI-ის სტანდარტები და უახლოეს პერიოდში ის მიიღებს საერთაშორისო აკრედიტაციას.
მათივე ცნობით, AACI-ის ვიცე პრეზიდენტის, არჩილ მორჩილაძის განცხადებით, ამ ეტაპზე AACI ის აკრედიტაცია უკვე მიღებული აქვს ოთხ კლინიკას, ხოლო ხუთ კლინიკაში ივნისის თვეში ჩატარებული ძირითადი შეფასების შედეგად, სამმა გადალახა 70% იანი ზღვარი და ისინი მიიღებენ აკრედიტაციას, დანარჩენი ორი საკმაოდ ახლოსაა ზღვართან და დიდი ალბათობით წლის ბოლომდე ისინიც შეძლებენ აკრედიტაციის მიღებას.
მისივე განცხადებით, სასიხარულოა, რომ წინასწარი შეფასების შედეგად უმეტესობა აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას და შეუძლიათ აკრედიტაციის მიღება, წლის ბოლომდე ყველას ექნება ვადა გამოასწოროს ხარვეზები. მთავარია, იყოს მენეჯმენტის მყარი გადაწყვეტილება. ის რეკომენდაციები შეასრულონ, რაც მათ მიეცათ.
„AACI ამერიკა საქართველოში 50-მდე კლინიკის აკრედიტაციას ახორციელებს. ყველა მათგანში უკვე ჩატარდა წინასწარი შეფასება და კლინიკებს მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები AACI-ის სტანდარტების დასანერგად. მაისის თვიდან მიმდინარეობს ძირითადი შეფასებები, რათა კლინიკების აკრედიტაციის პროცესი 31 დეკემბრამდე დასრულდეს. თუმცა 4 კლინიკაში პროცესი შეჩერდა, ვინაიდან ეს კლინიკები ჯერ არ არიან მზად AACI ის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.
როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილებით 2025 წლიდან საერთაშორისო აკრედიტაციის გარეშე კლინიკები სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ