ამერიკელ ჯარისკაცს რუსეთში ახალი ბრალდება წაუყენეს

რუსული მედიის ცნობით, ამერიკის არმიის სერჟანტ გორდონ ბლეკს, თავისი პარტნიორის, რუსი ქალის მკვლელობის მუქარის ფაქტზე ბრალი წაუყენეს. გორდონი პატიმრობაში მაისის დასაწყისიდან იმყოფება, მას ქურდობაში ედებოდა ბრალი და ის ვლადივოსტოკის საპატიმროში იმყოფება.
27 მაისს გავრცელებულ განცხადებაში, ვლადივოსტოკის რაიონულმა პროკურატურამ განაცხადა, რომ „ამერიკის მოქალაქეს” წარუდგინეს საბოლოო ბრალდების დოკუმენტები და საქმე სასამართლოში გაიგზავნა.
„1989 წელს დაბადებულ მამაკაცს გადასცეს ბრალდების დოკუმენტები. [ბრალდებაში] ნათქვამია, რომ 2024 წლის მაისში, როდესაც ის ვლადივოსტოკში, სახალინის ქუჩაზე მდებარე ბინაში იმყოფებოდა, რომელიც მის ნაცნობ ქალს ეკუთვნის და სადაც [ჯარისკაცი] მასთან ერთად აპრილიდან ცხოვრობდა, ჩხუბის დროს, ახალგაზრდა ქალს ყელში ხელი წაუჭირა, რაც ქალმა სიცოცხლის მოსპობის საფრთხედ მიიჩნია“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
„შემდეგ, ეჭვმიტანილმა დაზარალებულის ჩანთიდან 10 000 რუბლი [110 დოლარი] მოიპარა, რომელიც მან საკუთარი საჭიროებისთვის, მათ შორის სასტუმროში ნომრის საფასურის გადახდისთვის დახარჯა, სადაც ის დააკავეს“, – წერია განცხადებაში.
ორივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ბლეკს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ჯარისკაცი რუსეთში ქურდობის ბრალდებით დააკავეს მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეიდან, სადაც ის სახმედრო მისიით იყო გაგზავნილი, ჩინეთში გაემგზავრა, შემდეგ კი რუსეთში ჩავიდა. მისიის დასრულების შემდეგ, სამხრეთ კორეიდან ბლექი შინ, ტეხასში უნდა დაბრუნებულიყო და თავისი მარშრუტის ცვლილების შესახებ, ზემდგომებისთვის არ უცნობებია.

ბლექის დაკავებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამერიკის კიდევ ერთი მოქალაქე, უილიამ რასელ ნიკუმი დააკავეს. ნაკუმს “წვრილმანი ხულიგნობისა” და ალკოჰოლის მოხმარების ბრალდება აქვს წაყენებული.
ამ ორმა დაპატიმრებამ კვლავ გააჩინა კითხვები იმის თაობაზე, მიზნად ისახავს თუ არა რუსეთის ხელისუფლება, ამერიკელების პატიმართა გაცვლის პროგრამაში გამოყენებას. განსაკურებით იმ დროს, როდესაც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მკვეთრადაა დაძაბული.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა არის უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის, ჟრიამულის საფუძველი არავის აქვს! – მივმართავ „ოცნების“ ამომრჩეველს: ერთადერთი, ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია ამ არაადეკვატურობის გაჩერება, თქვენ ხართ!

ვოლოდიმირ ზელენსკი: გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომ როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ პირველი შაჰედის ტიპის კამიკაძე დრონების გამოყენება დაიწყო, მათ თავად ირანელი ოპერატორები უშვებდნენ. ისინი იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა ადგილზე გაეწვრთნათ რუსი სამხედროები