ამერიკელმა სამხედროებმა „ჰუსიტების“ რაკეტები, სარაკეტო გამშვები და დროონი გაანადგურეს

ამერიკის შეერთებული შტატების შეირაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, იემენის „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შვიდი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა, სარაკეტო გამშვები და დრონი გაანადგურეს.
ცენტრალურ სარდლობაში განმარტავენ, რომ რაკეტები, გამშვები და დრონი „წარმოადგენდნენ გარდაუვალ საფრთხეს რეგიონში სავაჭრო გემებისთვის და -ის საზღვაო ძალების გემებისთვის“.
შეგახსენებთ, იემენელმა „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში ნოემბრის შემდეგ არაერთი სარაკეტო და დრონით თავდასხმა განახორციელეს, რაც, მათი მტკიცებით, ღაზაში მიმდინარე ომის გამო პალესტინელების მიმართ სოლიდარობის გამოხატვაა.