ამერიკაში, საცალო მოვაჭრეებმა 2024 წელს 7325 მაღაზია დახურეს – Coresight Research–ის მონაცემებით, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2020 წლის შემდეგ, როდესაც COVID-19 პანდემია დაიწყო და თითქმის 10 000 მაღაზია დაიხურა.
Coresight ელოდება, რომ ეს მაჩვენებელი წელს კიდევ უფრო მაღალი იქნება და შესაძლოა 15000-ს მიაღწიოს. უკვე 10 იანვრისთვის ამერიკელმა საცალო მოვაჭრეებმა 1925 მაღაზიის დახურვა დააანონსეს. სიის ლიდერები გახდნენ მაღაზიები იყო Party City, Big Lots, Walgreens Boots Alliance, 7-Eleven და Macy’s.
ეს დინამიკა ნაწილობრივ ასახავს ბაზრის წილების ზოგად გადანაწილებას მსხვილი მოთამაშეების სასარგებლოდ – ისეთების როგორიცაა Amazon.com Inc., Costco Wholesale და Walmart Inc., რომლებიც იზიდავენ მყიდველებს დაბალი ფასებით.
კიდევ ერთი ფაქტორია საცალო გაკოტრების რაოდენობის ზრდა 2024 წელს 51-მდე, წინა წლის 25-თან შედარებით.
ზოგიერთმა გაკოტრებულმა კომპანიამ 2025 წლისთვის მაღაზიების უმეტესობის დახურვა დაგეგმა.
Coresight-ის ანალიტიკოსი ჯონ მერსერი აღნიშნავს, რომ მაღაზიები იხურება ძირითადად კონკურენციის და არა მოთხოვნის შემცირების გამო.
interfax
