ამერიკელმა ლატარიაში 1.8 მილიარდი დოლარი მოიგო

არკანზასის შტატის მცხოვრებმა პოპულარულ ამერიკულ ლატარიაში Powerball, 1.8 მილიარდი დოლარი მოიგო. კომპანიის ვებსაიტის ცნობით, მისი ბილეთი ექვსივე გამოტანილ რიცხვს დაემთხვა.
თანხის ეს რაოდენობა, შეერთებულ შტატებში მოგებული ჯეკპოტებს შორის სიდიდით მეორე იყო. მოგების შანსი დაახლოებით 292 მილიონში 1 იყო.
კომპანიის ინფორმაციით, მას შეუძლია თანხის ნაწილი ახლა მიიღოს, დანარჩენი კი ყოველწლიური გადახდებით 29 წლის განმავლობაში, ან მთელი პრიზი ერთდროულად მოითხოვოს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჯამური თანხა მხოლოდ 834.9 მილიონი დოლარი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, მას ჯეკპოტზე გადასახადების გადახდა მოუწევს.
Powerball-ის ცნობით, შეერთებულ შტატებში ჯეკპოტის რეკორდული მოგება 2022 წელს დაფიქსირდა. მაშინ კალიფორნიის მცხოვრებმა 2.04 მილიარდი დოლარი მოიგო, რაც გადასახადების შემდეგ მას 1 მილიარდ დოლარზე ოდნავ ნაკლები დარჩა.