ევრობასკეტი 2025-ის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურიღა დარჩა. საქართველოს ნაკრებმა ჩაატარა ოთხი მატჩი, ორი მოიგო, ორი – წააგო. სპორტის გულშემატკივრებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპია და ინტერესი ქართველი კალათბურთელების მიმართ სულ უფრო იზრდება.
ამ სტატიაში გაგაცნობთ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, სანდრო მამუკელაშვილს, რომელსაც “მამუს” ეძახიან.
სანდრო 1999 წლის 23 მაისს ნიუ-იორკში, ხოლო გაიზარდა თბილისში, საქართველო. მისი ბებია, ირა გაბაშვილი საბჭოთა კავშირის ქალთა ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი იყო. მამუკელაშვილის ცხოვრებაში კალათბურთი მისი უფროსი ძმის, დავითის წყალობით გამოჩნდა, მისთვის მისაბაძ კალათბურთელად კი ქართველი ზაზა ფაჩულიაა მიჩნეული. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებისას ქართველი კალათბურთელი ჩიკაგოში იმყოფებოდა მის დეიდასთან, ცნობილ პიანისტ ეთერ ანჯაფარიძესთან. ერთერთ ინტერვიუში სანდრო აგვისტოს ომის შესახებ საუბრობს.
“პატარა ვიყავი და მაშინ ვერ ვხვდებოდი, რამდენად სერიოზული იყო. მაგრამ როცა საქართველოში დავბრუნდი და ყველაფერი მოვისმინე — ბავშვები იბრძოდნენ ომში, რომლებსაც იარაღიც არ ჰქონდათ დაჭერილი — მართლა გამიჩნდა შოკი და სევდა. დაიკავეს ჩვენი ტერიტორიები და ულამაზესი ქართული ადგილები. რთული იყო იმ ყველაფრის გააზრება. მაგრამ ვამაყობ ქართველებით, იმით, როგორ დაიცვეს თავი”, – ამბობს სანდრო.
მისი ძმა, დავითი ამჟამად ინგლისურის მასწავლებელია ბლაირის აკადემიაში, ნიუ-ჯერსიში.
სანდროს ერთ-ერთი მთავარი გულშემატკივარი დედა, მარინა ოკლია. ის თამაშების საყურებლად დილაადრიან იღვიძებს.
“საქართველოში სანდროს თამაშს დილაუთენია ვუყურებთ, რადგან NCAA-ს საქართველოში არც ერთი ტელევიზია არ აჩვენებს. თამაშის დროს ძალიან ვნერვიულობ. სწორედ ამიტომ მე და სანდროს მამა ზურაბი ცალ-ცალკე ვუყურებთ თამაშებს. ჩვენთვის ასე უკეთესია, რადგან ემოციურად ძალიან განსხვავებულად აღვიქვამთ ყველაფერს”, – ამბობს სანდროს დედა NJ.com-თან ინტერვიუში.
სანდრო დაოჯახებული არ არის, მაგრამ ჰყავს შეყვარებული, მერსედეს ბრუკი. გოგონა ამერიკელია და სანდროს მსგავსად ისიც სპორტით, კერძოდ კალათბურთით არის დაკავებული. ის ამჟამად ქალთა კალათბურთის ასოცირებული მთავარი მწვრთნელია. სანდრო იშვიათად საუბრობს შეყვარებულზე, თუმცა ხშირად აქვეყნებს მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.
მშვენიერი მერსედესი სანდროს დიდი გულშემატკივარია და მნიშვნელოვან თამაშებზე, მათ შორის სექტემბრის მატჩებზე კვიპროსშიც თან ახლდა.
14 წლის ასაკში მამუკელაშვილი გადავიდა ბიელაში, იტალიაში და სწორედ აქ ჩააბარა უმაღლეს სკოლაში. გუნდთან ერთად მამუკელაშვილი მონაწილეობდა 17 წლამდე, 18 წლამდე და 19 წლამდე გუნდებში და ის გუნდს ეროვნულ ჩემპიონატში მესამე ადგილის დაკავებაში დაეხმარა.
მამუკელაშვილის თქმით, იტალიაში გადასვლა მისთვის მარტივი არ ყოფილა, მაგრამ კლუბმა და მწვრთნელმა, ფრედერიკო დანამ მისთვის ყველაფერი შესაძლებელი გახადეს. 2016 წელს სანდრო მამუკელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა და საკალათბურთო სასწავლებელში, მონტვერდეს აკადემიაში ჩააბარა. კოლეჯში ის ნიუ-იორკ ნიქსის კალათბურთელ არ-ჯეი ბარეტთან ერთად თამაშობდა. მონტვერდეში ყოფნისას ზაზა ფაჩულია ახალგაზრდა ქართველის მენტორი გახდა და მას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის არაერთი მოთამაშე, მათ შორის სტეფან კარი გააცნო.
გრენსბორო დეის კოლეჯის წინააღმდეგ თამაშში, რომელიც ანგარიშით 72–45 დასრულდა, მამუკელაშვილმა 11 ქულის მოგროვება შეძლო და გუნდს ჩემპიონატის ფინალში გადასვლაში დაეხმარა.
2017 წლის 20 აპრილს მამუკელაშვილი სეტონ-ჰოლ პირატსის წევრო გახდა და USC-ის, სამხრეთ კაროლინა გეიმკოკსისა და ვანდერბილტ კომოდორესის შეთავაზებებზე უარი განაცხადა. მან პირატსი მისი უმაღლესი სკოლის მწვრთნელის, კევინ ბოილის გამო აირიჩია, რომელსაც, თავის მხრივ, სეტონ ჰოლის მწვრთნელთან, კევინ ვილარდთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა. გადაწყვეტილების მიღებაში წვლილი შეიტანა იმ ფაქტმაც, რომ მამუკელაშვილის ძმა, დავითი კოლეჯის მიმდებარედ ცხოვრობდა.
სანდრო მამუკელაშვილი თავისუფლად საუბრობს ინგლისურად, ქართულად, რუსულად და იტალიურად
ის ამჟამად ამერიკის კლუბ უისკონსინ ჰერდის კლუბის წევრია.
“ტაიმაუტის” ეთერში სანდრომ ისაუბრა რომ, ბავშვობაში მამას ის აქტიურად დაჰყავდა ნაკრების თამაშებზე.
“ვიქტორ სანიკიძე ჩემი ბავშვობის საყვარელი კალათბურთელი იყო. მამაჩემს ნაკრების ყველა მატჩზე დავყავდი და ცინცაძე-სანიკიძის ალეი უპებს, რომ ვუყურებდი, მეც ვცდილობდი ვარჯიშებზე იგივე გამემეორებინა” – ამბობდა სანდრო.
აღსანიშნავია, რომ სანდროს ამერიკის მოქალაქეა.
“ამერიკის მოქალაქე ვარ. მშობლები მეუბნებოდნენ, 18 წლის რომ გახდები თავად გადაწყვიტე, ჩვენ ყოველმხრივ მხარში დაგიდგებით.
ცხადია, გადავწყვიტე საქართველოს სახელით მეთამაშა და მივიღე ქართული პასპორტი. მიუხედავად იმისა, რომ თბილისიდან 14 წლისა წავედი, თავს ყოველთვის ქართველად მივიჩნევდი. ამერიკაშიც და იტალიაშიც ყველამ იცოდა სადაური ვიყავი და სად იყო ჩემი სამშობლო“, – ამბობს სანდრო.
ახლა სანდრო აშშ-ში ცხოვრობს და კარიერასაც იქ აგრძელებს, თუმცა არასდროს კარგავს კავშირს საქართველოსთან, უყვარს სამშობლო და აქ ჩამოსვლა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებში კი მისი წვლილი და როლი შეუფასებელია.
