ამერიკელი ტელეწამყვანის დედას, რომელიც 1 თებერვალს გაიტაცეს, ამ დრომდე ვერ პოულობენ

-ში “Today“-ის შოუს წამ­ყვა­ნის, სა­ვა­ნა გატ­რის დე­დის, ნენ­სი გატ­რის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა. ნენ­სი 1 თე­ბერ­ვალს სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან ნიღ­ბი­ან­მა პირ­მა სახ­ლი­დან გა­ი­ტა­ცა.

პო­ლი­ცი­ამ სახ­ლთან ახ­ლოს შავი ხელ­თათ­მა­ნი იპო­ვა, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, გამ­ტა­ცე­ბელს ეკუთ­ვნის.

 

აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­მა­კა­ცი ვი­დე­ო­კა­მე­რებ­მა მა­შინ და­ა­ფიქ­სი­რეს, რო­დე­საც ის ნენ­სის სახ­ლს უახ­ლოვ­დე­ბო­და.

კად­რე­ბი ქა­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე ცოტა ხნით ად­რეა გა­და­ღე­ბუ­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ პირ­ველ ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ სუ­ბი­ექ­ტი ნელა მი­ე­მარ­თე­ბა წინა კა­რის­კენ და გარ­შე­მო ფრთხი­ლად იყუ­რე­ბა.

  • რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბამ გა­მო­სას­ყი­დის მო­თხოვ­ნის წე­რი­ლე­ბი მი­ი­ღო. წე­რი­ლე­ბი ნენ­სის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­სა და ტან­საც­მლის შე­სა­ხებ კონ­კრე­ტულ დე­ტა­ლებს შე­ი­ცავ­და. ერთ-ერთ ასეთ წე­რილ­ში ავ­ტო­რი გამ­ტა­ცებ­ლის ვი­ნა­ო­ბის სა­ნაც­ვლოდ ბიტ­კო­ინს ითხოვს.

 

  • “ჩვენ მი­ვი­ღეთ უც­ნა­უ­რი წე­რი­ლი, ელექტრო­ნუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა უც­ნო­ბი პი­რის­გან, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებს, რომ ნენ­სი გატ­რის გამ­ტა­ცებ­ლის ვი­ნა­ო­ბა იცის. ამ ეტაპ­ზე არ ვი­ცით, რამ­დე­ნად სან­დოა ეს ინ­ფორ­მა­ცია”, – გა­ნა­ცხა­და TMZ-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ჰარ­ვი ლე­ვინ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი პირი ამ დრომ­დე არ არის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

 

წყა­რო