ამერიკელი სენატორი ჯეფ მერკლი: არის თუ არა ტრამპი ს აგენტი?! ვერცერთი რუსეთის აგენტი ვერ გაუწევდა რუსეთს იმაზე დიდ სამსახურს, რასაც ტრამპი უკეთებს პუტინს! (ვიდეო)

ამერიკელი სენატორი ჯეფ მერკლი: არის თუ არა ტრამპი ს აგენტი?! ვერცერთი რუსეთის აგენტი ვერ გაუწევდა რუსეთს იმაზე დიდ სამსახურს, რასაც ტრამპი უკეთებს პუტინს!
ამერიკის სენატში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე, ორეგონელი სენატორი ჯეფ მერკლი ეკითხება -ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ლინდეს:
– არის თუ არა ტრამპი რუსეთის აგენტი?!
– არა, მისტერ სენატორ, ტრამპი ამერიკელი ხალხის არჩეული პრეზიდენტია!
სენატორი განაგრძობს კითხვას:
– ამას იმიტომ გეკითხებით, რომ გავარკვიოთ: მაგალითად ტრამპი ავრცელებს რუსულ პროპაგანდას, თითქოს, ომი მ დაიწყო, ხოლო ზელენსკი – დიქტატორია!
მეორეც, ტრამპმა გამოაააშკარავა მოლაპარაკებათა საკვანძო დეტალები ამ მოლაპარაკებების დაწყებამდე – რუსეთს იმთავითვე მისცა გარანტიები, რომ არ დაუშვებს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას!
მესამე, ტრამპმა შეუწყვიტა ს სამხედრო დახმარება, როთაც ძირი გამოუთხარა მის თავდაცვიუნარიანობას რუსული აგრესიის წინაშე!
მეოთხე, ტრამპმა ძირი გამოუთხარა ამერიკის პარტნიორობას ევროპასთან, რაც უსაფრთხოების 80-წლიანი თანამშრომლობის დარღვევაა – ანუ ის, რაც პუტინის ძირითადი მიზანი იყო!
შემდეგ კი, ტრამპმა ყველაფერი გააკეთა ზელენსკის საერთაშორისო დისკრედიტაციისათვის, მოაწყო რა სამარცხვინო პრეს-კონფერენცია, რომელზეც ვიცე-პრეზიდენტთან ერთად თავს დაესხა ზელენსკის…
მე ვერ წარმომიდგენია, რომელ რუსეთის აგენტს უნდა გაეკეთებინა პუტინისთვის ამაზე სასარგებლო საქმე, რაც ეს ხუთი პუნქტია!
ამაზე მეტი კიდევ რა უნდა გააკეთის ნებისმიერმა რუსეთის აგენტმა, რაც უკვე გააკეთა ტრამპმა?!

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – „საპნის ბუშტივით“ თუ რამე გასკდა, ეს არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული სპექტაკლი – შეიძლება „ოცნებაში“ ზოგიერთს მართლა ჰგონია, რომ BBC ისეთივე ინსტრუმენტია ბრიტანეთის ხელში, როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ მათ ხელში

ლევან მაჭავარიანი – მოქალაქეების მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოდიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ქუჩებს კეტავდნენ აქციის მონაწილეები – ვალდებულები ვართ, ამ ყველაფერს ვუპასუხოთ ადეკვატურად