ამერიკელი სენატორი – პუტინი დამატებით დროს არ იმსახურებს – სანქციების კანონპროექტზე კენჭისყრა უნდა დავაჩქაროთ

პუტინი დამატებით დროს არ იმსახურებს, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, რიჩარდ ბლუმენტალმა განაცხადა.
„ჩვენ სანქციების კანონპროექტზე კენჭისყრა უნდა დავაჩქაროთ. ყველაფერი, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, ეს სწორი მიმართულებაა, მაგრამ მე მხარს ვუჭერ იმას, რომ სანქციები 500%-იანი იყოს და არა 100%-იანი“, – განაცხადა რიჩარდ ბლუმენტალმა.
მისი თქმით, ს წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს, 100-დან 85 სენატორი უჭერს მხარს და საჭიროების შემთხვევაში 90 ხმის მოპოვებაც შესაძლებელია.
„ვფიქრობ, რომ კენჭისყრა აუცილებელია. ახლა მოქმედების დროა და არა მხოლოდ პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანების, არამედ საკანონმდებლო ინიციატივის, რათა პრეზიდენტსა და კონგრესს შორის ერთიანობა და უკრაინის მიმართ ერთგულება ვაჩვენოთ“, – აღნიშნა ამერიკელმა სენატორმა.
ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის ავტორები სენატორები ლინდსი გრემი (რესპუბლიკური პარტია) და რიჩარდ ბლუმენტალი (დემოკრატიული პარტია) არიან. კანონპროექტი იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ